Nokia 2730 classic - რუქები და GPS

background image

რუქები და GPS
თქვენს მოწყობილობას არა აქვს შიდა GPS ანტენა. იმ პროგრამების

გამოსაყენებლად, რომლებსაც სჭირდება GPS კავშირი, გამოიყენეთ

თავსებადი გარე GPS მიმღები (დამატებითი აქსესუარი). დააწყვილეთ GPS

მიმღები თქვენს აპარატთან, Bluetooth უსადენო ტექნოლოგიის გამოყენებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. GPS მიმღების მომხმარებლის

სახელმძღვანელო.

შეგიძლიათ გამოიყენოთ გლობალური პოზიციონირების სისტემა (GPS),

რუქების პროგრამის მხარდასაჭერად. იპოვნეთ თქვენი მდებარეობა, ან

გაზომეთ მანძილი და დასვით კოორდინატები.
თქვენი მოწყობილობის გარე GPS მიმღებთან დაწყვილების შემდეგ, შეიძლება

რამდენიმე წუთი დასჭირდეს მიმდინარე მდებარეობის გამოჩენას

მოწყობილობაზე.

მდებარეობის განმსაზღვრელ გლობალურ სისტემას (GPS)-ს მართავს

შეერთებული შტატების მთავრობა, რომელიც პირადად იღებს

პასუხისმგებლობას მის ზუსტსა და გამართულ მუშაობაზე. ადგილობრივი

მონაცემების სიზუსტეზე შეიძლება გავლენა იქონიოს GPS სატელიტების

დარეგულირებამ, რომელსაც ახდენს შეერთებული შტატების მთავრობა და

რომელიც ექვემდებარება შეცვლას შეერთებული შტატების თავდაცვის

დეპარტამენტის სამოქალაქო GPS-ის პოლიტიკისა და ფედერალური

რადიონავიგაციის გეგმის შესაბამისად. სატელიტის უბრალო გეომეტრიულ

ფორმას ასევე შეუძლია გავლენა მოახდინოს სიზუსტეზე. GPS სიგნალების

არსებობასა და ხარისხზე შეიძლება იმოქმედოს თქვენმა მდებარეობამ,

შენობამ, ბუნებრივმა ხელისშემშლელმა პირობებმა და ამინდმა. GPS

სიგნალები შეიძლება ვერ მიიღოთ შენობაში ან მეტროში და შეიძლება მათ

გავრცელებას ხელი შეუშალოს ისეთმა მასალებმა, როგორიცაა ბეტონი და

რკინა.

GPS არ უნდა იქნას გამოყენებული ზუსტი მდებარეობის დასადგენად და არ

უნდა ენდოთ მხოლოდ GPS მიმღებისა და ფიჭური რადიოქსელების

მონაცემებს მდებარეობის შესახებ, პოზიციის შერჩევის და ნავიგაციის დროს.

32

რუქები