
დამატებითი სერვისები
შეგიძლიათ გააუმჯობესოთ რუქები ხმოვანი ნავიგაციის გიდის
მომსახურებით, რომელიც მოითხოვს ადგილობრივ ლიცენზიას.
ამ სერვისის გამოყენებისთვის გჭირდებათ თავსებადი გარე GPS
მოწყობილობა, რომელსაც აქვს Bluetooth უსადენო ტექნოლოგიის მხარდაჭერა.
ხმოვანი ნავიგაციის გიდის მომსახურების შესაძენად, აირჩიეთ
მენიუ
>
რუქები
>
დამატებ სერვისები
>
ნავიგაციის შეძენა
და შეასრულეთ
მითითებები.
ხმოვანი ნავიგაციის გიდის გამოყენებისას თქვენ უფლებას აძლევთ რუქებს
გამოიყენოს ქსელთან დაკავშირება.
ნავიგაციის ლიცენზია დაკავშირებულია თქვენ SIM ბარათთან. თუ
ტელეფონში სხვა SIM ბარათს ჩადებთ, ნავიგაციის დაწყების წინ თქვენ
მოგთხოვენ ლიცენზიის შეძენას. შეძენის პროცედურის დროს, თქვენ
შემოგთავაზებენ არსებული ნავიგაციის ლიცენზიის გადატანას ახალ SIM
ბარათზე, დამატებითი საფასურის გარეშე.